საქართველოს მასშტაბით პროპორციული წესით კენჭისყრის შედეგები დასათვლელი 96 უბანზე რჩება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამ დროისთვის 3694 საარჩევნო უბნიდან 3598 უბანია დათვლილი, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის წინასწარი შედეგები ასე გადანაწილდა - "ალიანსი საქართველოსთვის" 9.32%, "თოფაძე-მრეწველები" 4.33%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 65.25%, "ეროვნული საბჭო" 6.95%, და "ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" 11.94%.
დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი წინასწარი შედეგების მიხედვით ერთ პროცენტზე ნაკლები ხმები დააგროვეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები 30 მაისს გაიმართა.