რეგიონებში საკრებულოში შესასვლელად პროპორციული წესით არჩევნების წინასწარი შედგებით "თოფაძე მრეწველებმა" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის 3694 საარჩევნო უბნიდან 3598 უბანია დათვლილი, რომლის შედეგადაც "თოფაძე მრეწველებს" მხოლოდ 4.33% აქვთ მიღებული, ხოლო რეგიონებში საკრებულოში პროპორციული წესით შესასვლელად ბარიერის გადალახვისთვის 5%-ია საჭირო.
ბოლო მონაცემებით კი საქართველო მასშტაბით პროპორციული წესით საარჩევნო ბარიერი ოთხმა პარტიამ - "ალიანსი საქართველოსთვის" 9.32%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 65.25%, "ეროვნული საბჭო" 6.95%, "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" 11.94% გადალახა.