პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
1-ელ ივნისს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბჭოს წევრებთან რუმინეთსა და საფრანგეთში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებული დეტალები განიხილა.
პრეზიდენტის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ სახელმწიფოთა მთავრობებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებზე.