ლევან მჭედლიძე ასპროცენტიანი საგოლე მომენტის გაცუდების გამო ბოდიშს იხდის. „ბოდიშით,“-წერს ის სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე.“ უელსთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა დიდი სამუშაო გაწია. მეტოქე გუნდის დაცვას ის მუდმივად აწუხებდა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კარს ააცილა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.