2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა.
მასპინძლები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. გიორგი ლორიას გარეთ ბეილმა გაუტანა.
34-ე წუთზე ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ უელსელები კარის ხარიხამ იხსნა.
მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა საგრძნობლად მოუმატეს. ვაკო ყაზაიშვილის ჩაწოდებულ ბურთს უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა თავი დაუხვედრა და უელსელთა კარში ახლო მანძილიდან შეაგდო.
მატჩის დასასრულს აქრთველებმა ორი ასპროცენტიანი მომენტი შექმნეს, თუმცა უელსელთა მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილმა ლევან მჭედლიძემ შანსი ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს თბილისში მოლდოვის ნაკრებთან გამართავს.