ირლანდია-საქართველოს მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.
"პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. გვქონდა სამი შესანიშნავი მომენტი. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ერთი პოზიციური შეცდომა დავუშვით და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდა ფეხბურთელების, გვილიასა და კაკაბაძის თამაში. მჯერა, ეს გუნდი შედეგს აუცილებლად მიაღწევს,“-აღნიშნა ვლადიმერ ვაისმა.
დუბლინში,"ავივა სთედიუმზე" გამართულ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებმა ქართველები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.