მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფში ესპანეთმა სტუმრად იტალიასთან ითამაშა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ესპანელთა აქტიურობას ვიტოლოს გოლი მოჰყვა. ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის მიწურულს დე როსიმ შეძლო. ამავე ჯგუფში ისრაელმა მაკედონია გასვლაზე 1:2 დაამარცხა.