მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის ცენტრალურ მატჩში საქართველოს ნაკრების მთავარი მეტოქეები ავსტრია და უელსი დაზავდნენ. შეხვედრას უელსი ორჯერ იგებდა, მაგრამ მარკო არნაუტოვიჩმა ორივეჯერ გაათანაბრა. სერბეთმა კიშინიოვში მოლდოვა3:0 დაამარცხა. ბალკანელებმა შეხვედრის გმირი გახდა "საუთჰემპტონის" წინახაზელი დუშან ტადიჩი, რომელმაც ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.