საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგფუში მეორე მატჩს ირლანდიასთან გამართავს. შეხვედრა "ავივა სთედიუმზე" თბილისის დროით 22:45 -ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" აჩვენებს. ჯგუფის პირველი შეხვედრა ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში ავსტრიასთან 1:2 დათმო.