მენჰენგლადბაჰის ბორისიისა და კაიზერსლაუტენის ყოფილი მცველი მარსელო პლეტში ბრაზილიაში დააკავეს. ტოლედას შტატში მას სატვირთო მანქანით დიდი რაოდენობით მარიხიანა გადაჰქონდა. საბარგულში პოლიციელებმა 793 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. 40 წლის სპორტსმენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.