სს `თელასი" თბილისელ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტებზე იწვევს.
სპეციალური მოსაწვევები თბილისის ბავშთა სახლების 1000-ზე მეტ აღსაზრდელსა და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს გადაეცათ.
Dდღეს ორი კონცერტი თბილისის ფილარმონიაში საქველმოქმედო საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. სხვადასხვა საბავშო ანსამბლებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. მსმენელის წინაშე მამუკა ონაშვილი, ბორის ბედია, ეთერ კაკულია და გურამ ჯაში წარდგებიან. საბოლოოდ კონცერტი სატელევიზიო პროექტის სახეს მიიღებს.
კომპანია "თელასის" გენერალური სპონსორობით ბავშთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი უკვე მე-5 წელია იმართება. თბილისელი პატარებისთვის სადღესასწაულო სიხარულის მინიჭებასთან ერთად ფესტივალის მიზანს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერა წარმოადგენს.
ფესტივალის ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტები და საბავშვო შემოქმედებითი ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები იმართება. შემოსულ თანხას ფესტივალის ორგანიზატორები ბავშვთა სახლებს გადასცემენ. საბავშო მუსიკალური ფესტივალი ფონდი `გვირილა" და ასოციაცია "ჯადოსნური ხმების" მიერაა ორგანიზებული.