ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, მანამ, სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები და ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებცი ესწრებოდნენ.
„ერთ-ერთი გზავნილი და თემა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს, რეალურად, დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე. პარლამენტი, თავისთავად, აღარ არის პოლიტიკური სივრცე, უკვე არჩევნებიდან აღარ არის, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის, არც შეკრების უფლება აღარ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად, ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ შეილება, გავრცელდეს ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, მანამ, სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები და ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს საჭიროა, გაახლებული იყოს როგორც აქ გაახლდა რეპრესიები, გაახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც რუსული ყაიდის რეჟიმზე, იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. დღეს ვერავნ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, წარმოუდგენელიც არის, იმიტომ, რომ ეს მოხდება სწორედ ამ ზეწოლებით გარედან და შიგნიდან, ამ ზეწოლების შედეგად.არ არსებობს მსოფლიოშ მაგალიტი, როცა რეჟიმი არის იზოლირებული და გააგრძელოს მმართველობა. არ მართავს ეს რეჟიმი უკვე. პატარა ქვეყანაა საქართველო, არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია რაღაც პერიოდით გაუძლოს სანქციებს ან ირანი, რომელსაც შეუძლია, ჩაიკეტოს მთლიანად. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას და ეს იყო ჩემი მეორე გზავნილი.
თუ გადავხედავთ, რა კანონები არის მიღებული არჩევნებიდან დღემდე, მხოლოდ და მხოლოდ მიღებულია რეპრესიული ზომები და კანონები, სხვა არაფერი. არც საგარეო პოლიტიკა არსებობს. საგარეო პოლიტიკა არის აყვანილი მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებას მისცენ აღიარების ვითომ რაღაცები ფორმები, ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან, რომ ვიღაც იყოს მეორეს მხარეს და ეს გაასაღონ როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, საიდანაც არაფერი მოდის, შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა და ჩამოვიდა, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.