საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ავტორიტარულ რეჟიმად იქცევა, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში მეტი რუსეთი, მეტი შიში, მეტი რეპრესიები და ნაკლები ევროპაა.
„საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ავტორიტარულ რეჟიმად იქცევა. მეტი სახელმწიფო ძალადობა. მეტი რეპრესია. მეტი შიში. მეტი რუსეთი. ნაკლები ევროპა. ნაკლები თავისუფლება. ნაკლები დემოკრატია. ნაკლები კანონის უზენაესობა. და ჩვენ? როდის გავიღვიძებთ ჩვენ?” - წერს როთი.