მოძრაობა „თალიბანმა ავღანეთში ქალთა ერთადერთი რადიოსადგური Radio Begum დახურა.
ამის შესახებ ავღანეთის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრო იუწყება.
უწყების ცნობით, გამოვლინდა "მაუწყებლობის პოლიტიკისა და ლიცენზიის არასათანადო გამოყენების" სავარაუდო დარღვევები.
მათივე განცხადებით, დაფიქსირდა „კონტენტისა და პროგრამების უნებართვო მიწოდება“ უცხოური მედიისთვის.
CNN იტყობინება, რომ სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს ქაბულში დაფუძნებულ კომპანი Radio Begum-ში.
ოფისიდან ამოიღეს ყველა ტექნიკა და დააკავეს ორი თანამშრომელი კაცი, რომლებსაც არ ეკავათ ხელმძღვანელი პოზიციები.
რადიო Begum-ს, რომელიც დაარსდა 2021 წელს, ქალები მართავდნენ.
ის ყოველდღიურად გადასცემდა ექვსსაათიან გაკვეთილებს განათლების უფლებას მოკლებული გოგონებისთვის და ასევე აშუქებდა ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიისა სულიერების თემებს.