პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის კაპიტანი კრიშტიანო რონალდო შვილის თამაშს დაესწრო. ესპანეთის ბავშვთა ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონში უმცროსი რონალდო პოსუელო-დე-ალარკონის შემადგენლობაში გამოვიდა. მამა რონალდო თამაშისას ძალიან ღელავდა. ის კარს უკან იდგა და ბავშვებს რამდენჯერმე გადავარდნილი ბურთიც მიაწოდა. შეხვედრა პოსუელო-დე-ალარკონის გამარჯვებით დასრულდა. უმცროსმა რონალდომ მეტოქის კარში ერთი ბურთი გაიტანა და გოლი მამის სტილში აღნიშნა.