„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი როი კინი კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა, რომლის გამოც ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცმა სემ ელარდაისმა პოსტი დატოვა.
„კორუფცია თამაშის ნაწილია. ამის შესახებ ადრეც არაერთგზის მითქვამს. სიხარბე თავს იჩენს ხოლმე იქ, სადაც დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ ფეხბურთი მაინც სპორტის უდიდეს სახეობად რჩება. ფეხბურთის ისტორიაში ბევრი გამოჩენილი ადამიანია, რომელთა რეპუტაციაც მსგავსი სკანდალებით არ უნდა შეილახოს, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვისაც ფეხბურთის განვითარებისთვის დიდი შრომა აქვთ გაწეული,“-აღნიშნა გომესმა.