გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამხსმელი მარიო გომესი ჩეხეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრებში თანაგუნდელებს ვეღარ დაეხმარება. როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირი იტყობინება, ფორვარდი ტრავმირებულია და ვარჯიშებს ვერ ესწრება. გერმანელები ჩეხეთს ჰამბურგში 8 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან, 11 ოქტომბერს კი ჰანოვერში ჩრდილოეთ ირლანდიელებს უმასპინძლებენ.