ფიფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა. ამის მიზეზი გულშემატკივარის უღირსი საქციელი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სკუადრა აძურა ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ნაცისტური ჟესტების დემონსტრირება მოახდინეს. ამის გამო იტალიის ნაკრებს ჯარიმის სახით 27 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.