„არასდროს არ ვიღებ გადაწყვეტილებას, მოედანზე რა პოზიციაზე ვითამაშო“,-ამის შესახებ ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა. „არ ვიცი, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ მალტასთან მატჩში. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მართალი გითხრათ, ამ თემაზე გაუთავებელმა საუბარებმა დამღალა. ამ კითხვაზე პასუხი ბევრჯერ გავეცი. მე ვიღებ მწვრთნელისგან ინსტრუქციებს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მოცემული დავალება ზედმიწევნით ზუსტად შევასრულო,“-აღნიშნა რუნიმ. ინგლისის ეროვნული ნაკრები მალტას 8 ოქტომბერს უემბლიზე დაუპირისპირდება.