მილანის ყოფილ მცველს, პაოლო მალდინის კლუბის დირექტორმა მარკო ფასონემ ტექნიკური დირექტორის პოსტი შესთავაზა. მალდინის კანდიდატურას კლუბის ჩინელი მეპატრონეებიც უჭერენ მხარს. ლეგენდარული მცველი მილანის ღირსებას 1984-2009 წლებში იცავდა. გუნდის შემადგენლობაში მან 902 შეხვედრა ჩაატარა.