ადგილობრივი სადამკვირვებო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ 30 მაისს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები შედგა. შესაბამაის განცხადება დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ გააკეთა. მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე სამართლიანმა არჩევნებმა 46 საჩივარი შეიტანა.
"არჩევნების დღეს, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, აშკარად გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების კარგად ჩატარების ნება", - განაცხადა სირაძემ.
თუმცა მისივე თქმით არჩევენების დღეს დაფიქსრიდა ფაქტები, რომლებიც არცევნების სამართლიანობას ჩრდილს აყენებს:
"კენჭისყრის დღეს, ასევე გამოვლინდა გარკვეული ტენდენციები, რომლებიც ჩრდილს აყენებს არჩევნების დღის დადებითად შეფასებას," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელმაც 1,100 საარჩევნო უბანზე განახორციელა არჩევნების მონიტორინგი.
უარყოფით ტენდენციებს შორის ორგანიზაციამ დაასახელა "საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების აქტივისტთა მიერ განხორციელებული მასშტაბური აგიტაცია".
"არჩევნების დღის პირველ ნახევარში თბილისის და რამოდენიმე სხვა დიდი ქალაქის საარჩევნო უბნების გარეთ მმართველი პარტიის აქტივისტების ჯგუფები განლაგდნენ. ისინი აკვირდებოდნენ მიდიოდნენ თუ არა მმართველი პარტიის პოტენციური მხარდამჭერები უბანზე ხმის მისაცემად. მათ ნაციონალების მხარდამჭერთა წინასწარ შედგენილი სიები ეჭირათ და მოსულებს ნიშნავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც აქტივისტები პოტენციულ მხარდამჭერებთან დაკავშირებას ტელეფონით ცდილობდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობას სთხოვდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ხალხის არჩევნებზე გამოყვანის მცდელობა იყო და მათი თქმით, ამაში უკანონო არაფერია", - განაცხადა სირაძემ
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, რთულია იმის თქმა, თუ როგორი გავლენა იქონია ამგვარმა კამპანიამ ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე.
სირაძის განცხადებით, 30 მაისს დაფიქსირებულ დარღვევებს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია და შესაბამისად არჩევენების შედგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.
"არჩევნების დღეს ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ სერიოზული სახის დარღვევებს, როგორიცაა ორგანიზაცის დამკვირვებელთა უბანზე არ დაშვება, დამკვირვებელთა მიმართ ზეწოლა - მუქარა, სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, ხელოვნურად გაზრდილი ამომრჩეველთა რაოდენობა სიის დანართში, ამომრჩეველთა სიებში არსებულ ხელმოწერებთან შედარებით, ზედმეტი ბიულეტენების რაოდენობა და ა.შ. მასშტაბური ხასიათი არ ქონია", - განაცხადა სირაძემ.