"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა" გუშინდელ არჩევნებში მათ მიერ მიღწეულ შედგებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ დღეს "ქრისტიან-დემოკრატებმა" პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მათ მიერ არჩვნებში მიღწეული შედეგი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე 1-ელი ადგილი აიღეს და თბილისში საპარლამენტო არჩვენებში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესეს.
"თუ კი რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს მყარი საფუძველი წარმატებაზე საუბრისა, ეს ვართ ჩვენ - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", რომლებმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციურ ფლანგზე ავიღეთ მყარი 1-ელი ადგილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა თვითმართველ ქალაქსა და რეგიონში პრაქტიკულად გვაქვს მყარი მეორე ადგილი სახელისუფლებო პარტიის შემდგ. ჩვენ გავაორმაგეთ შედეგი თბილისში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაორმაგებული ენერგიით შევუტევთ იმ მანკიერ მხარეებს ხელისუფლების მოქმედებისა, რომლებიც ყოველთვის მიუღებელი იყო", - განაცხადა თრგამაძემ.