თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების 90% 15:00 საათზე გახდება ცნობილი.
თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების 90% დღეს, 15:00 საათზე გახდება ცნობილი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განაცხადა 774 საარჩვენო უბნიდან 517 უბანი უკვე დათვლილის.
მისი ინფორმაციით, ამ დროის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა კვლავ 53.9 % (164312) ლიდერობს, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 19.73 % (60148), "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 10.84 % (33056), "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 8.58 % (26164), "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.39 % (16435), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.67 % (2052), "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.53 % (1608), "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.22 % (660) და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.14 % (439).
თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.