მაჟორიტარული სისტემით საქართველოში ოპოზიციის მხოლოდ ერთი კანდიდატი, "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი დავით საგანელიძე ლიდერობს, რომელიც კენჭს ვაკის საარჩევნო ოლქში იყრიდა.
საგანელიძემ ვაკის მაჟორიტარული ოლქის 4 უბანში 1137 ხმა მიიღო, რამაც ხმების 41,14% შეადგინა. იმავე ოლქში "ნაციონალმა" ვხტანგ ნაცვლიშვილმა 1063 (38,46%) ხმა მიიღო.
დაძაბული მდგომარება მთაწმინდის ოლქში, სადაც ცესკოს მონაცემებით "ნაციონალების" კანდიდატი მამუკა ახვლედიანი "ალიანსელ" შალვა შავგულიძეს მცირე უპირატესობით უსწრებს. ახვლედიანს 2 უბნის მონაცემებით, 275 ხმა და შესაბამისად 42.7% აქვს, ხოლო შავგულიძემ 266 ხმა (41,3%) მიიღო.
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს ყველა სხვა საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ლიდერობენ.