ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ჩუღურეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანდრო ალავიძე 69.27% (2189) ლიდერობს.
ამ დროსი მონაცემებით ჩუღურეთში 6 უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის შედეგადაც შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანდრო ალავიძე 69.27% "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" კახა ბასილია - 14.53% (459) (2189), "ივანიშვილი-სახალხო დემოკრატები" გიორგი გაჩეჩილაძე - 9.18% (290), "თორთლაძე-დემოკრატიული პარტია" ლანა გალდავა - 2.09% (66), "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის" ლევან როინიშვილი - 4.94% (156).
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის და პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.