ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილი განცხადებით, თვითმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 1 740 652 ამომრჩევლმა მიიღო მონაწილება, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 49%-ს შეადგენს.
ამასთან, როგორც ხარატიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისში მერის არჩვენებში მონაწილება 457 896 ამომრჩეველი მიიღო.
"გასულ არჩევნებთან შედარებით, ამ წელს ამომრჩველის რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რაც იმან განაპირობა, რომ დედაქალაქის მერის არჩევნები წელს პირველად ჩატრდა და მოსახლების ინტერესიც მეტი იყო. წინა არჩვენბზე თბილიში მხოლო 307 ათასი ამომრჩველი დაფიქსირდა", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.