თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგები 774 საარჩვენო უბნიდან 451 უბანზეა დათვლილი, რომლის მონაცემებითაც კვლევ მართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს.
აღნიშნულის შესახებ ცენტარალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა - 53.3 % (142242) ლიდერობს, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 19.91 % (53129), "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 10.99 % (29327), "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 8.75 % (23346), "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.47% (14604), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.66 % (1764), "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.55 % (1469), "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.22 % (585) და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.14 % (386).
თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი. შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.