საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 მაისის ადგილობრივ და თბილისის მერის არჩევნებს დადებითად აფასებენ. შესაბამისი განცხადება მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კალანდაძის თქმით, გუშინდელ არჩევნებს 13 000-დე ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2000-მდე საერთაშორისო დამკვირვებელს და 40-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია, საერთო სურათი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა.
"საერთაშორისო დამკვირვებლებს საბოლოო განაცხადი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა საერთო სურათი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, არსებითი ხასიათის დარღვევები არ ყოფილა" - განაცხადა კალანდაძემ.