ცესკომ ჩუღურეთში, ოზურგეთსა და გურჯაანში საპარლამენტო შუალედური არჩევნების პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც "ნაციონალების" კანდიდატები ლიდერობენ.
ჩუღურეთში 6 უბნის მონაცემებით, "ნაციონალი" ანდრო ალავიძე 69,27%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე "ქრისტიან - დემოკრატი" კახა ბასილიაა 16,04%-ით. გიორგი გაჩეჩილაძეს 10,61% აქვს, ლევან როინიშვილს 5,35%, ხოლო ლანა გალდავას 2,08%.
ოზურგეთში 25 უბნის შედეგებით, გოჩა შანიძე "ნაციონალური მოძრაობიდან" ლიდერობს 79,36%-ით.
გურჯაანში 12 უბნის მონაცემებით, ასევე "ნაციონალი" გიორგი ჩივიაშვილი ლიდერობს 81,07%-ით.