ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგები 774-დან 352 უბანზე დათვალა. ცესკოს მონაცემებით, 352 უბნის შედეგების მიხედვით 54,47 პროცენტით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი უგულავა ლიდერობს. 
"ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 18.19%; 
"ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 11.52%; 
"ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 8.87%; 
"თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.49%; 
პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.64%; "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.47%; 
"თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.21% და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.14%.