ცენტრალური საარჩვენო კომისიის 03:00 საათის მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისის მერის არჩვენების კენჭისყრის შედეგები 31 უბანზეა დათვლილი. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა გააცნო.
მისი ინფორმაციით, ამ დროის მონაცმებით, კვალვ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა - 54.6% ლიდერობს, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 16.38%, "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 13.15%, "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 9.03%, "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.42%, პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.55%, "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.5%, "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.16% და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.21%.
თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო ამომრჩევლელთა რაოდენობის 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები, შესაძლოა, მცირედ კიდევ შეიცვალოს.