ცენტრალური საარჩვენო კომისიის პირველადი მონაცემებით ამ დროისთვის 54,63% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ლიდერობს. ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისის 774 უბნიდან 2 უბნის მონაცმებია დათვლილი _ თითო-თითო უბანი დიდუბისა და ჩუღურეთის ოლქებში.
კერძოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავას - 54.63%, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 19.33%, "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 11.69%, "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 7.87%, "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.44%, პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.58%, "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.44%, "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე -0% და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0%.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.