ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით საარჩევნო უბნებზე ისეთი სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა, რომ აჩრვების განმეორებით ჩატარება აუცილებელი გახდეს.
"საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ ცესკო რეაგირებას იმავდროულად ახდენს. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა რაც კენჭისყრის შედეგებზე აისახებოდა. თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა. კერძოდ კი, რამდენიმე უბანზე ბიულეტენები შეცდომით მიტანეს, ერთ უბანზე კი მოქალაქემ სარაჩვენო ყუთი გატეხა", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტებს ცესკო უკვე სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში მზზადა კანონით დადგენილ ვადებში განმეორებით არჩვენები ჩაატაროს.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო ამომრჩევლების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.