საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კვლევითმა კომპანია GფK-მ ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კი თბილისის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: 
1. "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 18%; 
2. "თოფაძე - მრეწველები" - 5%; 
3. პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 56%; 
4. "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი" - 0,2%; 
5. პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული საბჭო" - 7,2%; 
6. "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 9,1%; 
7. პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა" - 0,1% 
8. პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო" - 0,1%; 
9. პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" - 0,3%; 
10. პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა" - 0,4%; 
11. "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია" - 0,4%; 
12. "ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები" - 0,5%; 
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით კომპანია GფK-მ საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვა - ეგზით პოლი ჩაატარა. ეგზით პოლი ჩატარდა ქალაქ თბილისის მასშტაბით და 50 საარჩევნო უბანი მოიცვა. საშუალოდ თითოეულ უბანზე გამოკითხული იყო 100 ამომრჩეველი, სულ დაახლოებით 5000 რესპონდენტი. გამოკითხვის მაქსიმალური ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.