საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კვლევითმა კომპანია GfK -მ ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: 
1. ირაკლი ალასანია - "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 19,1%; 
2. გიორგი თოფაძე - "თოფაძე - მრეწველები" - 4,2%; 
3. გიორგი უგულავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 57,6%;
4. ზვიად ძიძიგური - "ეროვნული საბჭო" - 7,1%; 
5. გიორგი ჭანტურია - "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 8,4%; 
6. გიორგი ლაღიძე - პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო" - 0,2%; 
7. თამაზ ვაშაძე - პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა" - 0,4%; 
8. დავით იაკობიძე - "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია" - 0,2%; 
9. ნიკოლოზ ივანიშვილი - "ივანიშვილი - სახალხო დემოკრატები" - 0,5%. 
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით კომპანია GფK-მ საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვა - ეგზით პოლი ჩაატარა. ეგზით პოლი ჩატარდა ქალაქ თბილისის მასშტაბით და 50 საარჩევნო უბანი მოიცვა. საშუალოდ თითოეულ უბანზე გამოკითხული იყო 100 ამომრჩეველი, სულ დაახლოებით 5000 რესპონდენტი. გამოკითხვის მაქსიმალური ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.