"ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ თბილისის მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის და მოქმედი მერის გიგი უგულავას გამარჯვება აღიარა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მიულოცა.
"გულწრფელად მინდა მივულოცო გიგი უგულავას წარმატება. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო არა მარტო თბილისის წარმატება, არამედ ეს იყო საქართველოს წარმატება. იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით კიდევ ერთი საფეხურით ავსულიყავით მაღლა დემოკრატიის განვითარების გზაზე. ჩვენ შევძელით, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარებულიყო მშვიდად და წყნარად და გველაპარაკა საქმეზე. მე ვფიქრობ ჩვენ ყველა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წინსვლა", _ განაცხადა ჭანტურიამ.