ქალაქის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების წარმატებულად ჩატარება სხვა კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს მიულოცა.
"ჩვენ ერთად რთული ბრძოლა გადავიტანეთ. ხშირ შემთხვევაში, ჩემი მეტოქეები ღირსეულად და ცივილიზებული წესით მეტოქეობდნენ. მჯერა, რომ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს სურს რომ თბილისი იყოს უკეთესი ქალაქი", _ განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ "ირაკლი ალასანიას ჰქონდა საინტერესო მოსაზრებები ჯანდაცვასთან დაკავშირებით. გოგო თოფაძეს საწარმოების ამუშავებაზე, გია ჭანტურიას კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებაზე".
მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ თითოეულ ზემოთ ჩამოთვლიილ კანდიდატებთან თანამშსრომლობის სურვილი გამოთქვა.
"მე მზად ვარ თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, მათი სურვილის შემთხვევაში შევხვდე და ინდივიდუალურად დაველაპარაკო ამ საკითხზე", _ განაცხადა უგულავამ.