ქალაქის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სიტყვთ გამოსვლისას თბილისელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
"განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თბილისელებს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო არჩევნებში მონაწილეობისათვის. აღინიშნა, რომ
არნახულად მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საზოგადოებას კარგი კონსოლიდაციის უნარი აქვს", - განაცხადა უგულავამ და მადლობა ნაციონალური მოძრაობის მომხრეებსაც გადაუხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს საბოლოო შედეგი ჯერ გამოქვეყნებული არ არის და ვალდებულნი ვართ მას დაველოდოთ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე, 30 მაისი, არის არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის, რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვება, არამედ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს თავისუფლების იდეის გამარჯვება", - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ მიერ ჩატარებული კვლევებით, 16:00 საათისთვის გიგი უგულავს მხარი გამოკითხულთა ამომრჩევლების 61-მა პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზეა"ალიანსის" საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანიაა - 17 პროცენტით, მომდევნო ადგილზეა "ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატი გია ჭანტურია 10 პროცენტით, ეროვნული საბჭოს კანდიდატი ზვიად ძიძიგური _ 6 პროცენტი, ხოლო "მრეწველების კანდიდატი გოგი თოფაძე - 5 პროცენტი.