"ალიანსის საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, "მემარჯვენე" დავით გამყრელიძე არჩევნების მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობით კმაყოფილია. ამის შესახებ მან დღეს, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას განაცხადა, სადაც შვილთან ერთად მივიდა.
"30 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ამ დღეს ძალაუფლება ხალხის ხელში გადადის. ხალხმა ძალაუფლება თავის რჩეულს უნდა გადასცეს", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ "თუ არ ჩაითვლება ცალკეული ინციდენტები, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს".