ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა გალის რაიონის 500-მდე მკვიდრს აქვს მიღებული.
"ომისა და მშვიდობის გაშუქების ბრიტანული ინსტიტუტის" (IჭPღ) ინფორმაციით, ამომრჩევლებს საარჩევნო უბნამდე მისვლა შემოვლითი გზებით უწევთ.
გალის რაიონის სოფლების - ნაბაკევის, ზემო ბარღების, ქვემო ბარღების, ოტობაიასა და ფიჩორის - მცხოვრებლებისთვის საარჩევნო უბანი განმუხურშია გახსნილი. სულ ამ უბანზე 1319 ამომრჩეველია რეგისტირებული.