საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში უგულავას გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. ამის შესახებ სააკაშვილმა საარჩევნო უბანზე განაცხადა.
"დედაქალაქში ბევრად შეიცვალა სიტუაცია 2007 წლის ნოემბერ-დეკემებრის შემდეგ, როცა მოგვიხდა ღია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების მიღება. დარწმუნებული ვარ თბილისში ნაციონალური მოძრაობა და გიგი უგულავა გაიმარჯებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონები და საქართველოს ყველა სოფელი.
"ამავე დროს კარგად მახსოვს, რომ საქართველოს ტერიოტრიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და იქ ხალხს არა აქვს თავისი ნების თავისუფლად გამოვლენის არანაირი შესაძლებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად მივიდა.