"ალიანსი საქართველოსთვის" ციხისძირის საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება "ალიანსის" საარჩევნო შტაბის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქობულეთში, 81-ე საარჩევნო ოლქის 58-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც მდებარეობს სოფელ შუაღელეში, დაფიქსირდა ფაქტი, რომ საარჩევნო რეგისტრაცია ადამიანებს უკანონოდ ჰქონდათ გავლილი.
ჩიქოვანის განმარტებით, როდესაც მოქალაქე თეა აბუსერიძე, გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, აღმოცნდა, რომ მის ნაცვლად ვიღაცას რეგისტრაციას გავლილი ჰქონდა და ხმაც ჰქონდა მიცემული. ჩიქოვანის განმარტებით, ეს ნიშნავს რომ დაირღვა საარჩევნო კოდექსი. "ალიანსის" წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი და ითხოვენ უბნის დახურვას, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ მსგავსი სახის დარღვევები მხოლოდ ამ ერთი ფაქტით არ შემოიფარგლება. ჩიქოვანის თქმით, საოლქო კომისია აღნიშნულ საჩივარს არ იღებს. ამიტომ "ალიანსი" აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებას ცესკოსგან ითხოვს.