ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნაძალადევის მე-4 და მე-18 უბნებში დარღვევევი დაფიქსირდა.
"ნაძლადევის ოლქის მე-4 და მე-18 უბნებზე რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც კენჭისყრის კაბინიდან გამოვიდნენ, ბიულეტინები გაშალეს და ხმამღლა გამოაცხადეს, ვის მისცეს ხმა. აღნიშნული ინციდენტი ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან უკვე მოგვარებულია", - აღნიშნა ჯული გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.