ეროვნული საბჭოს" მმართველ გუნდს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშუალებს.
როგორც საბჭოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კუკავამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალები" აიძულებენ ამომრჩეველს, ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცენ.
"ეს განსაკუთრებით პატიმართა ოჯახის წევრებს, პედაგოგებს და სამხედრო მოსამსახურეებს ეხება", - განმარტა კუკავამ.
მისი ინფორმაციით, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის აქტივისტები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ამომრჩევლებს "აკონტროლებენ".