"ეროვნული საბჭო" მასობრივ საარჩევნო დაღვევებზე საუბრობს. როგორც საარჩევნო საკითხებში ~ეროვნული საბჭოს~ კოორდინატორმა ვლადიმერ ბოჟაძემ განცხადა, მასობრივი ხასიათი დარღვევებმა საარჩევნო უბნების გახსნიდან ცოტა ხანში მიიღო.
მისი თქმით, არ გამართლდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული უკანონო ქმედებებით შემოიფარგლებოდა და არჩვენების დღეს ღია დარღვევებისგან თავს შეიკავებდა.
"ხელისუფლების მხარდამჭერები რამდენჯერმე აძლევენ ხმას, რადგან მარკირების აპარატი საარჩევნო უნბანზე სწორედ მათი მასობრივი მიყვანის დროს ფუჭდება. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მარკირების აპარატში, სპეციალური სითხის ნაცვლად, ჩვეულებრივი სასმელი წყალი ასხია", _ განაცხადა "ეროვნული საბჭოს" კორდინატორმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საარჩევნო ყუთებით მანიპულირებაც. ~ნაციონალური მოძრაობის~ ვითომ ავადმყოფი მხარდამჭერები ჯერ გადასატან ყუთში ყრიან ბიულეტენებს, შემდეგ კი საარჩევნო უბანში მიდიან და იქ აძლევენ ხმას", - აღნიშნა ბოჟაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო სიებში ძალიან ბევრი გარდაცვლილია შეყვანილი, ხმის უფლების მქონე მოქალაქეები კი სიებში არ არიან. ამასთან, უბანზე მისულ არაერთ ამომრჩეველს საკუთარი გვარის გასწვრივ დახვდა წარწერა - ~წასულია საზღვარგარეთ~.
ბოჟაძე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით აქტიურობს პოლიცია.
"პოლიციის თანამშრომლები არჩევნების წინა ღამეს ოჯახებში დადიოდნენ და აშინებდნენ როგორც ოპოზიციის მხარდამჭერ ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს. ამიტომ ბევრმა მათგანმა არჩევნებზე მისვლა ვერ გაბედა. გარდა ამისა, პოლიციელების თვალწინ და მათი მონაწილეობით, ხელისუფლებამ კარუსელი დაატრიალა სამგორის რაიონში, სადაც ჩვენს წარმომადგენელს გამარჯვების დიდი შანსი აქვს, _ აღნიშნა ~ეროვნული საბჭოს~ კოორდინატორმა.
მისი განცხადებით, დღის პირველი ნახევრისთვის ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალი და მეტად საეჭვო აქტიურობა დაფიქსირდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. აღნიშნული რეგიონების ზოგიერთ საარჩევნო უბანზე 30 მაისის 13:00 საათისთვის არჩევნები, პრაქტიკულად, უკვე დასრულებული იყო.
როგორც ბოჟაძე აცხადებს, საარჩევნო კომისიებში ~ეროვნული საბჭოს~ წარმომადგენლების მიერ უკვე რამდენიმე ასეული საჩივარია დაწერილი და მათ დაფიქსირებულ დარღვევებს საერთაშორისო დამკვირვენლებიც ადასტურებენ.
იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩევნების დასრულებამდე დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც მოქალაქეებს არჩევნებში თავისუფლად ხმის მიცემის საშუალება მისცენ.