ამ დროის მონაცემებით, თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა - 22.68% - მთაწმინდის ოლქში დაფიქსირდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩვენო კომისიის პრესსპიკემა ჯული გიორგაძემ განაცხადა.
ამ დროისთვის დედაქალაში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა - მთაწმინდა - 22.68%, ვაკე - 19.99%, საბურთალო - 19.73%, კრწანისი - 16.80%, ისანი - 16.78%, სამგორი - 17.65%, ჩუღურეთი - 19.35%, დიდუბე - 22.08%, ნაძალადევი - 20.66%, გლდანი -17.69%.
საქართველოს მასშტაბით კი არჩევნებში მონაწილება ამომრჩეველთა 20%-მა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.