შიმონ პერესის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ თელ-ავივის კარდიოლოგიური კლინიკის ექიმებმა განაცხადეს. მათივე თქმით, ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი ხელოვნურ კომაში იმყოფება. 93 წლის პერესი საავადმყოფოში ინსულტით გამთენიისას გადაიყვანეს. ისრაელის პრეზიდენტის პოსტს ის 2007-2014 წლებში იკავებდა.