საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს "ისტორიულს" უწოდებს.
"დღეს გარკვეულწილად ისტორიული დღეა, რადგან პირველად ვირჩევთ მერს პირდაპირი წესით", - განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს არჩევნის დაფიქსირების შემდეგ.
მისი განმარტებით, არჩევნები მშვიდად, წყნარ გარემოში მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც მან კმაყოფილება გამოთქვა.
გილაურმა არჩევანი მე-3 საუბნო საარჩევნო კომისიაში დააფიქსირა.