"ალიანსი საქართველოსთვის" სპეცუბნებზე დაფიქსირებულ ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გაყალბების მცდელობას უკავშირებს. შესაბამისი განცხადება "ალიანსის" საარჩევნო შტაბის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისი თქმით, საოლქო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით, სპეცუბნებზე არარეალურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მათ შორის: საბურთალოს #89 უბანზე 12:00 საათისთვის 831 ამომრჩევლს, #91 უბანზე 730 ამომრჩეველს, #92 უბანზე 587-ს, დიდუბის #56 უბანზე 667-ს, ხოლო #57 უბანზე 678 ამომრჩეველს აქვს ხმა მიცემული.
ჩიქოვანის განცხადებით, არითმეტიკის კანონებით, ეს რიცხვები არარეალურია.
~ელემენტარული არითმეტიკით რომ დავითვალოთ, მივიღებთ, რომ ამ უბნებზე 17 წამში ერთხელ აძლევდა ამომრჩეველი ხმას. ეს არარეალური რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ ამ უბნებზე აშკარა გაყალბებას აქვს ადგილი~, - განაცხადა ჩიქოვანმა.