საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსიმ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე მე-19 უბანზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც პრეზიდენტმა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კამპანია მშიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
"პატარ-პატარა დარღვევა ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ეს არის ჩემი დამკვირვებით, ყველაზე კარგად ორგანიზებული არჩევნები, რომელიც აქამდე ჩაგვიტარებია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, "კარგად იმუშავა ცესკომ, რომელიც სრული დამოუკიდებლობის პირობებში იმყოფებოდა".
გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა კმაყოფილება გამოთქვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პარტიების უმეტესობამ ბევრად მეტი მოწიფულობა გამოიჩინა.
"მათ მეტი იარეს ხალხში და მეტი პრობლემები მოისმინეს", - დასძინა სააკაშვილმა.